როდესაც ქართველი ადამიანი წაჰყოლია საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ყოველთვის გაუმარჯვია, უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ჩვენი ინტერესი და მივყვეთ მას - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 17 საათი წინ 9
როდესაც ქართველი ადამიანი წაჰყოლია საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ყოველთვის გაუმარჯვია, უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ჩვენი ინტერესი და მივყვეთ მას - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა გაჰყვეს.როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესები და ამიტომ ყველამ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვას.„როგორც სამი ათასი წელი საქართველო და ქართველები ვიყავით, ვინც ვფიქრობდით ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოზე, ასე იქნება მომავლის სამი ათასი წელიც. ჩვენ ნაცვლად ამ ქვეყანაზე არავინ იფიქრებს, არავინ დაიცავს ამ ქვეყნის ინტერესებს. იმიტომ არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო, რომ არსებობს სხვადასხვა ინტერესი. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ჩვენი ინტერესი და მივყვეთ მას. როცა ქართველი ადამიანი წაჰყოლია საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ყოველთვის გაუმარჯვია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია