“ავარია, სავარაუდოდ, მის სახლთან მოხდა, თელავის მერია გვეხმარება, მაგრამ…” – რა არის ცნობილი თელაველი “ტიკტოკერის” გარდაცვალების თაობაზე?

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 50
“ავარია, სავარაუდოდ, მის სახლთან მოხდა, თელავის მერია გვეხმარება, მაგრამ…” – რა არის ცნობილი თელაველი “ტიკტოკერის” გარდაცვალების თაობაზე?

ცნო­ბი­ლი თე­ლა­ვე­ლი ტი­კტო­კე­რი მარი ომა­ნაშ­ვი­ლი 33 წლის ასაკ­ში, ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას წლე­ბის წინ თე­ლა­ველ­მა ქველ­მოქ­მედ­მა დინა ნა­წი­ფაშ­ვილ­მა გა­აც­ნო. ქალს, რო­მელ­საც ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, დი­ნას ძა­ლის­ხმე­ვით, პა­ტა­რა სახ­ლი-კონ­ტე­ი­ნე­რი და­უდ­გეს. დინა და მარი ხში­რად წერ­დნენ ერ­თად ვი­დე­ო­ებს. მარი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­დათ.

რა მოხ­და თე­ლავ­ში, რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა 33 წლის მარი ომა­ნაშ­ვი­ლი, ამის თა­ო­ბა­ზე “ამბებს” დინა ე­სუბ­რა:

“ამ დრო­ის­თვის ზუს­ტად არ ვიცი, რა მოხ­და. მომ­წე­რეს და მი­თხრეს, რომ მარი ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა. ზოგი მწერ­და, – ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, კარ­გად იქ­ნე­ბაო, მაგ­რამ რე­ფე­რა­ლურ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ავა­რია, სა­ვა­რა­უ­დოდ, მის სახ­ლთან მოხ­და. არ ვიცი, და­კა­ვე­ბუ­ლია თუ არა მძღო­ლი, არა­ნა­ი­რი დე­ტა­ლი არ ვიცი, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ.

 სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ მა­რის ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ შემ­თხვე­ვის დროს ნას­ვა­მი იყო თუ არა, არ ვიცი. დაკ­რძალ­ვის ხარ­ჯებ­ში თე­ლა­ვის მე­რია გვეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ამ ერთხელაც მა­ინც დაგ­ვჭირ­დე­ბა.

ახლა, თქვენ რომ და­მი­რე­კეთ, მა­რის სახ­ლში მივ­დი­ვარ, უნდა და­ვა­ლა­გო, რომ იქ მო­ას­ვე­ნონ.

არ ვიცი, ამას რო­გორ გა­და­ვი­ტან, ძა­ლი­ან მიმ­ძიმს, ცუ­დად ვარ. სულ ვცდი­ლობ­დი, რომ მა­რის სას­მე­ლი არ და­ე­ლია. ამ დროს ტი­რილს ვი­წყებ­დი, ვთხოვ­დი, გეხ­ვე­წე­ბი, არ და­ლიო-მეთ­ქი. ამ დროს თვი­თო­ნაც ატირ­დე­ბო­და, – ყო­ველ­დღე ხომ აღარ ვსვამ, ხან­და­ხან არა უშავ­სო.

თე­ლავ­ში ყვე­ლას უყ­ვარ­და მარი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­დის. ყვე­ლა შეძ­რუ­ლია მომ­ხდა­რით”, – თქვა დინა ნაწიფაშვილმა.

ambebi.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია