VIDEO: ქართველი წყვილი, რომლის ქორწილის ვიდეოებს 300 ათასზე მეტი ნახვა და უამრავი თბილი კომენტარი აქვს - „სრულიად უცხო ხალხი მოდიოდა ფოტოების გადასაღებად და გვეფერებოდნენ“

Primetime.ge 1 თვე წინ 36
VIDEO: ქართველი წყვილი, რომლის ქორწილის ვიდეოებს 300 ათასზე მეტი ნახვა და უამრავი თბილი კომენტარი აქვს - „სრულიად უცხო ხალხი მოდიოდა ფოტოების გადასაღებად და გვეფერებოდნენ“
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ჩხოროწყუელი ქორეოგრაფის, მოცეკვავე გიორგი ლოგუას და მისი ულამაზესი მეუღლის – ანა ჭუნაშვილის ქორწილის კადრები გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა… წყვილი ქორწილის დეტალების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს.– ხელოვანების წყვილი ხართ…ანა ჭუნაშვილი:– მეუღლე ყოველთვის მხარში მიდგას. ძალიან მიხარია, რომ ხელოვანი ადამიანი მყავს გვერდში. ცეკვამ დაგვაკავშირა და ხელიც ცეკვის დროს მთხოვა პირდაპირ ეთერში, ჯგუფ „შარას” აჭარული სიმღერის პრემიერის დღეს ქორწილიც ნამდვილად ტრადიციული გვქონდა და ამჯერად, ჩვენი ქორწილის ვიდეოები გახდა პოპულარული.ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ წინასაქორწინო მზადება ასეთი ემოციური იქნებოდა: ვერ ვჭამდი, ვერ ვიძინებდი, ყველა დეტალს თვალს ვადევნებდი, რამე რომ არ შეფერხებულიყო. საერთოდ როგორ ვიდექი ფეხზე, არც კი ვიცი ან ამდენი როგორ ვიცეკვე… თან მცხუნვარე მზე გვანათებდა.ვინაიდან ქართულ სამოსში ვიყავით გამოწყობილები, საკმაოდ რთულია მწველ სიცხეში ჩოხითა და ნაციონალური კაბით სიარული, რომელსაც საკმაოდ სქელი ატლასის სარჩული აქვს. უფლის წყალობა იყო მთელი დღე…იმაზე მშვენიერი გახლდათ ყველაფერი, ვიდრე წარმომედგინა. სრულიად უცხო ხალხი მოდიოდა ჩვენთან, მეფე-დედოფალთან ფოტოების გადასაღებად და გვეფერებოდნენ.ჩვენი ქორწილის ვიდეოებს ინტერნეტსივრცეში 300 ათასზე მეტი ნახვა და უამრავი თბილი კომენტარი აქვს. ვკითხულობ და თვალები მეცრემლება. მიხარია, თუკი ამდენი დადებითი ემოცია გამოვიწვიეთ საზოგადოებაში. 
სრულად წაიკითხეთ სტატია