ალერგოლოგ იმუნოლოგი
ბიძინა კულუმბეგოვი
გადაცემაში „დილა
მშვიდობისა საქართველო“
სტუმრად იმყოფებოდა, სადაც
კვებით ალერგიაზე ისაუბრა
და საზოგადოებას
კონკრეტული რჩევები
გაუზიარა.„გვაქვს
რამდენიმე პროდუქტი,
როლებიც ყველაზე ხშირად
იწვევენ ალერგიას, თუმცა
მსოფლიოში არსებობს 190
პროდუქტი, რომელიც
ალერგიის გამომწვევია.
ანაფილაქსიის ალერგიის
გამოწვევა მოდის
პროდუქტებზე, რომლებიც
არიან - რძე, კვერცხი, თევზი
და ზღვის პროდუქტები, ასევე
ხორბალი ერთ-ერთი
მნიშვნელოვანია
მოზრდილებში უკვე, სოიო და
თხილეული, ბევრს
გაგიკვირდებათ და
მეცნიერებმა დაამატეს
სეზამი.მისი ამოცნობა
ძალიან რთული, ვთქვათ
ხორბალი მოიხმარა
ადამიანმა, ამის შემდეგ თუ
ფიზიკურად დაიტვირთა ან
მაგალითად მედიკამენტი
იბუპროფენი მიიღო,
შესაძლოა ალერგია
დაემართოს. თუ მან არაფერი
გააკეთა სხვა მას არაფერი
დაემართება“, - აღნიშნა
ბიძინა კულუმბეგოვმა.