„კარგა ხანია ვიცით, რომ
ოპოზიციური პარტიის
ლიდერების ქმედებები და
ხედვები, მიმართულია
იქეთკენ, რომ დააზიანონ
ჩვენი ქვეყანა...“ - ამის
შესახებ ბათუმელთა
დარბაზის ქალთა სექციის
ხელმძღვანელმა, მაყვალა
რომანაძემ გადაცემა „ვახო
ხუზმიაშვილის თავისუფალ
სივრცეში“
განაცხადა.„საკუთარი
ამბიციების
დასაკმაყოფილებლად
ყველაფერზე მიდიან. აი,
ამიტომ ვფიქრობთ, რომ
რატომღაც დესტრუქციული
ძალების ქმედებები
გამოიწვევს ქვეყანაში
სიმშვიდის დარღვევას და
ქაოსს, არეულობას. დღეს,
ქვეყნის გადარჩენა/არ
გადარჩენის საკითხია დღის
წესრიგში და 26 ოქტომბრის
არჩევნები რეფერენდუმის
ტოლფასია. მე ღრმად ვარ
დარწმუნებული ქართველი
ხალხის გამჭრიახობაში და
ისინი აირჩევენ ნამდვილად
იმ პარტიას, ხელეწიფება
ქვეყნის გადარჩენა.
ერთადერთი ეროვნული
პოლიტიკური ძალა „ქართული
ოცნებაა““, - განაცხადა
მაყვალა რომანაძემ.