გიორგი სარქისოვი არის
საქართველოში პირველი
პაციენტი, რომელმაც გული
გადაინერგა.ის გადაცემის
„როგორ გადავრჩი“
სტუმარია, რომლის ეთერშიც
გამოცდილებაზე
საუბრობს.„საქართველოში
თუ ვინმემ გული გადაინერგა,
ყველას ვიცნობ, ვცდილობ რომ
ყველა ჩემი გამოცდილება
გავუზიარო. ყოფილა
შემთხვევები, რომ არასწორი
გზით წასულან და ცუდად
დამთავრებულა.
საქართველოში სულ 14 გულია
გადანერგილი და ყველას
ვიცნობ, მაქვს ურთიერთობა“,
– ამბობს ის.