მსახიობი ვახტანგ
ფანჩულიძე „ნიკოლოზის
კითხვების“ სტუმარი იყო.
მსახიობმა, რომელსაც ბევრი
დღესაც მისი შესრულებული
ერთ-ერთი გმირის, ბურნუთას
სახელით იცნობს, პირველ
სიყვარულზე
ისაუბრა.ფილმში
სახელწოდებით „ერთი
ნახვით შეყვარება“, მთავარ
მოქმედ გმირებს ერთმანეთი
ძალიან უყვარდებათ. ასე
მოხდა რეალურ
ცხოვრებაშიც.„ნატაშა
ისეთი ლამაზი იყო,
შეუძლებელი იყო, არ
შეგყვარებოდა“, – ამბობს
ვახტანგ ფანჩულიძე.„მისმა
მშობლებმა მითხრეს,
ლენინგრადში გადმოდი
საცხოვრებლადო, მაგრამ
ჩემმა ოჯახმა არ გამიშვა“,
– იხსენებს მსახიობი.ცხრა
წელიწადში ნატაშა
გერმანელ დიპლომატზე
გათხოვდა. დღეს 67 წლის არის,
გერმანიაში ცხოვრობს
ოჯახთან ერთად.„ერთმანეთს
ვწერთ და ჩვენ ამბებს
ვუყვებით“, – ამბობს
ვახტანგი ფანჩულიძე.