ჰესლინკის კომისიის
უფროსი პოლიტიკური
მრჩეველი, პოლ მასარო რუსი
პრანკერების, ვოვანისა და
ლექსუსის მახეში
გაება.პრანკერებმა მას 2015-2019
წლებში უკრაინის
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის მოადგილის,
კონსტანტინ ელისეევის
სახელით დაურეკეს. რუს
პრანკერებს
აინტერესებდათ, თუ რა აზრის
იყო მასარო აშშ-ში USAID-ის და
NED-ის დახურვაზე.„ეს
სამწუხაროა. ბევრს
წარმოუდგენია, რომ ეს
ბიჭები საკუთარ
იდეოლოგიებს საზღვარგარეთ
ავრცელებდნენ, რაც აშშ-ის
ინტერესებს არ
შეესაბამებოდა. საუბარია
მემარცხენე ფრთასა და
ვოუქიზმის იდეოლოგიაზე.
ბრალდებების ნაწილი
გადაჭარბებული იყო, ხოლო
ნაწილი - სიმართლე.
სინამდვილეში, ეს
სააგენტოები დიდი ხანია
რეფორმირებას
საჭიროებდნენ. ვფიქრობ, რომ
თქვენს რეგიონში,
განსაკუთრებით კი
უკრაინასა და
საქართველოში ეს ძალიან,
ძალიან პროდუქტიული
პროექტები იყო. სამწუხაროა,
რომ ისინი წყალს გააყოლეს.
ეს ნამდვილად ცუდია“, - თქვა
მასარომ.