პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარემ, თეა
წულუკიანმა, 2008 წლის
აგვისტოს ომის
განხილვისას, შინაგან
საქმეთა ყოფილი მინისტრის,
ვანო მერაბიშვილის
იმდროინდელ მოადგილეს,
შალვა ჯანაშვილს მიმართა
და აღნიშნა, რომ რასაც ის
აგვისტოს ომის
მიმდინარეობაზე ჰყვება,
ამას ქაოსი ჰქვია.როგორც
წულუკიანმა განმარტა,
ჰააგის სასამართლოში,
„ქართული ოცნების“
ხელისუფლებას უმძიმეს
პირობებში მოუწია ქართული
ჯარის სიმართლის მტკიცება,
ვინაიდან,
მტკიცებულებებიც კი არ
არსებობდა იმის შესახებ,
რომ რომელიმე ჯარისკაცის
ინდივიდუალური
პასუხისმგებლობა ვერ
დადგებოდა.მისი
განცხადებით,
ხელისუფლებას მძიმე შრომა
დასჭირდა, თუმცა, ამის
მიუხედავად, ჯარის
სიმართლე
დამტკიცდა.„როდესაც მე
ვმსახურობდი იუსტიციის
სამინისტროში, მაშინ
ძალიან მძიმე და
მნიშვნელოვანი
პროცედურები გაიმართა
ქალბატონი ბენსუდას
პროკურორობის ჟამს და
რისკი იყო ის, რომ
ინდივიდუალური
სამხედროების,
ჯარისკაცების
პასუხისმგებლობის საკითხი
დამდგარიყო ჰააგის
სასამართლოში და ჩვენ
დაგვჭირდა ჩვენი
სიმართლის, ჯარის, ქართული
სიმართლის მტკიცება
უმძიმეს პირობებში, იმიტომ,
რომ იმ ქაოსის ფონზე, რასაც
თქვენ დღეს, ამდენი საათის
განმავლობაში ჰყვებით -
ჩემი აზრით, ამას ქაოსი
ჰქვია, მეტი არაფერი -
მტკიცებულებებიც კი არ
არსებობდა, რომ ჩვენ
ელემენტარული სიმართლე
დაგვემტკიცებინა, რომ
ინდივიდუალური
პასუხისმგებლობა რომელიმე
ჯარისკაცის ვერ დადგებოდა
და ვერ დადგება, იმიტომ, რომ
ჯარი აკეთებდა თავის
საქმეს, ჯარს ჰქონდა თავისი
სერიოზული მუშაობის
შედეგად შემუშავებული
სამხედრო გეგმა, რომელიც,
როგორც თქვენ უწოდეთ აირია,
მაგრამ რეალურად,
პოლიტიკური ჩარევის
შედეგად აირია და საერთოდ,
მისი მოქმედებაში მოყვანა
რატომ გადაწყდა, ეს ცალკე
საკითხია, იმიტომ, რომ
შეიძლება ეს ყოფილიყო
მაშინდელი რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების გადაწყვეტილება
ან მათთვის საიდანღაც
მიცემული დავალება - ეს
ჩვენ ჯერ არ ვიცით, იმედია
გვეცოდინება. იმ ფატუ
ბენსუდას უწყებასთან, ჩვენ
ძალიან მძიმე შრომა
დაგვჭირდა და მე მინდა
ყველას მოგილოცოთ, ვინც
ჯარში მსახურობდით,
მსახურობთ, რომ იქ ქართული
სიმართლე, ანუ ჯარის და
სამხედრო სიმართლე
დამტკიცდა. ეს მოხდა ჩვენი
ხელისუფლების, მათ
შორის,თავდაცვის
სამინისტროს, პროკურორი
ფარულავა ახსენეთ, მისი და
ყველა პროკურორის
ჩართულობითა და
ძალისხმევით, იუსტიციის,
სუს-ის როლი იყო
უმნიშვნელოვანესი და რა
თქმა უნდა, თქვენი ყოფილი
უწყების, შსს-ს ჩართულობით.
ეს ჩვენ მოვახერხეთ,
მაგრამ, რაც აგვისტოში, 2008
წელს ვერ მოხერხდა, რომ
დანაკარგი ყოფილიყო
ნაკლები, ომი ყოფილიყო
თავიდან აცილებული, რომ
მოსახლეობა იქ არ
ჩარჩენილიყო და ა.შ., -
ამიტომ გაწუხებთ ამდენი
საათის განმავლობაში.“ -
განუცხადა თეა წულუკიანმა
შალვა ჯანაშვილს.2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისიის დღევანდელ
სხდომაზე უკვე მოუსმინეს
სახმელეთო ჯარების
სამედიცინო დეპარტამენტის
ყოფილ ხელმძღვანელს, ომის
ვეტერანს, ლაშა ქოიავას.