24 ივნისს
თბილისი-თელ-ავივი-თბილისის
მიმართულებით დაგეგმილი
რეისი უსაფრთხოებიდან
გამომდინარე გაუქმებულია,
– ამის შესახებ
ინფორმაციას „ჯორჯიან
ეარვეისი“
ავრცელებს.„მგზავრებს,
ვინც უკვე შეიძინა
ბილეთები აღნიშნულ რეისზე,
ვთავაზობთ ბილეთის
გადაცვლის ან თანხის
დაბრუნების
შესაძლებლობას. ბილეთის
გადაცვლა ან თანხის
დაბრუნება შესაძლებელია
ბილეთის შეძენის
ადგილას.„ჯორჯიან
ეარვეისი“, თელ-ავივის
გარდა, სხვა
მიმართულებებით დაგეგმილ
რეისებს, შეუფერხებლად,
განრიგის მიხედვით
ასრულებს“,- აღნიშნულია
ავიაკომპანიის მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში.