მგზავრთა
საყურადღებოდ!გაცნობებთ,
რომ 2 ივლისიდან
თბილისი–თელ-ავივი–თბილისის
მიმართულებით დაგეგმილი
რეისები განრიგის
მიხედვით შესრულდება.
ავიარეისები
განხორციელდება
ოპერატიული მდგომარეობის
გათვალისწინებით,
მგზავრთა მაქსიმალური
უსაფრთხოების
ზომებით.ხვალ, 2 ივლისს
თელ-ავივის მიმართულებით
პირდაპირი რეისი თბილისის
საერთაშორისო
აეროპორტიდან 06:10 საათზე
შესრულდება, ხოლო
თელ-ავივიდან თბილისის
მიმართულებით რეისი 08:45
საათზე
გამოფრინდება.ავიაბილეთების
შეძენა შესაძლებელია
“ჯორჯიან ეარვეისის”
გაყიდვების ოფისებში,
პარტნიორ სააგენტოებში,
ვებ-საიტზე www.georgian-airways.comან
მობილური აპლიკაციის
მეშვეობით.