
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მომდევნო კვირაში აშშ-ში შეხვდება.
მელონი აშშ-ის პრეზიდენტთან ტარიფებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.
იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას ნულოვანი ტარიფების შესახებ, რათა თავიდან აიცილონ სავაჭრო ომი, რომელიც, მისი შეფასებით, „არავისთვის არის სასარგებლო“.
„ეს არის მოლაპარაკება, რომელშიც ყველა ჩვენგანი უნდა იყოს ჩართული ყველა დონეზე. მე ვიქნები ვაშინგტონში 17 აპრილს. ვფიქრობ, ტარიფები არის აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. დასავლური ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ასეთი მძიმე პროტექციონისტული პოლიტიკა კი საბოლოოდ დააზარალებს როგორც ევროპას, ისე აშშ-ს“,- განაცხადა მელონიმ.
1tv.ge