საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
2003-2012 წლებში პოლიტიკური
თანამდებობის პირების
კორუფციული გარიგებები და
პირთა საკუთრების
უფლებების შელახვასთან
დაკავშირებული ფაქტები
განიხილება პოლიტიკოსმა
ჯონდი ბაღათურიამ ჯუმბერ
ბუზალაძის საქმეზე
ისაუბრა.როგორც
ბაღათურიამ აღნიშნა,
ჯუმბერ ბუზალაძის საქმეზე
იყო წარმოდგენილი
ინტერპოლის დოკუმენტი,
რომლითაც იძებნებოდა
მინივენი და სედანი, მაშინ
როდესაც ბუზალაძის
მანქანები იყოს ჯიპის
ტიპის. მისივე თქმით,
პროკურორმა ბაღათურიასთან
პირად საუბარში აღნიშნა,
რომ თუ არ მოითხოვდა
აღკვეთის ღონისძიებად
პატიმრობას, მასაც
დაიჭერდნენ. „როცა
აღკვეთი ღონისძიება
განიხილებოდა
სასამართლოზე, ხომ უნდა
წარადგინო რატომ ცდილობენ
დაკავებას, წარმოადგინეს
გადაუთარგმნელი, ინგლისურ
ენაზე, ინტერპოლის მოპარულ
მანქანათა სია და
შემოხაზული აქვთ ამას
[ჯუმბერ ბუზალაძეს] რომელი
მანქანების მოპარვაშიც
ბრალი ედება ის მანქანები.
მე მოვითხოვე გადათარგმნა.
იცოდნენ ჩემმა იურისტებმა
თარგმნა და აღმოჩნდა, რომ
ეს მანქანები ერთი
მინივენია, ერთი სედანია და
ამის სამივე ჯიპია. ანუ
ჭიქა რომ გქონდეთ თქვენ და
ბოთლი იყოს დაკარგული და
ბოთლის ქურდობაში ჭიქის
მფლობელს რომ ბრალი დაგდონ,
კურიოზი მოხდა რა
სასამართლო სხდომაზე, ანუ
ბრალი ედება ისეთი რაღაცის
ქურდობაში, რაც ამას არ
აქვს, ნივთმტკიცება ასეთი
არ არსებობს და არც ქონია.
შეწყდა სასამართლო სხდომა,
შესვენება გამოაცხადეს და
მე პროკურორს
დაველაპარაკე და ვუთხარი,
ხო გესმის მეთქი ამ საქმეს
არ დავტოვებ და ესენი ასე
დიდხანს ვერ შერჩებიან
მეთქი და კანონის წინაშე
ამის გამო პასუხისგება
მოგიწევსთქო. მე რას მერჩიო
ბატონო ჯონდიო? მე ვუთხარი,
მინიმუმ ახლა აღკვეთი
ღონისძიება პატიმრობა არ
მოითხოვოთქო, ბრალდება
იყოს და კი ბატონო
ვიბრძოლოთ ერთმენთშითქო.
რას ლაპარაკობ დამიჭერენო,
პროკურორი მეუბნება. როგორ
დაგიჭერენ მეთქი და აბა ეს
როგორ ჰყავთ დაჭერილიო?!
ტყუილად ჰყავთ დაჭერილიო.
ეს არის სახე როგორი
მართლმსაჯულება გვქონდა
ჩვენ მაგ დროისთვის“, -
განაცხადა ჯონდი
ბაღათურიამ.