დროებითი საგამოძიებო
კომისიის მორიგი სხდომა
დღეს იმართება. კომისიის
წევრების კითხვებს, ჯონდი
ბაღათურია უპასუხა.
ბაღათურიასთან ერთად,
კითხვებს მისი დაცვის ქვეშ
მყოფიც
უპასუხებს.საქართველოს
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში
პოლიტიკური თანამდებობის
პირების კორუფციული
გარიგებები და პირთა
საკუთრების უფლებების
შელახვასთან
დაკავშირებული ფაქტები
განიხილება პოლიტიკოსმა,
ჯონდი ბაღათურიამ,
სააკაშვილის ოჯახის მიერ
სახელმწიფო ქონების
მიტაცებაზე ისაუბრა.ჯონდი
ბაღათურიას თქმით,
აგვისტოს ომამდე
გამალებით მიდიოდა
სახელმწიფო ქონების
მიტაცება სააკაშვილის
ოჯახის მხრიდან.„ყველა ეს
ქონება, რომელსაც მე
წარმოვადგენ არის
შეძენილი სააკაშვილის
პრეზიდენტობის დროს. აქ
არის წარმოდგენილი საჯარო
რეესტრიდან ამონაწერები,
რომლებიც ადასტურებს
ქონების რეგისტრაციას.
ძირითადი ქონება არის
რეგისტრირებული აგვისტოს
ომის წინა პერიოდში, ზოგი
რამდენიმე დღით ადრე, ზოგი
ოცი დღით ადრე, ზოგი ერთი
თვით ადრე. 2008 წლის 7
აგვისტოს ხომ არ
გადაუწყვეტს მას ამ
ავანტიურაზე წასვლა, ანუ
აგვისტოს ომამდე
გამალებით მიდიოდა
სახელმწიფო ქონების
მიტაცება სააკაშვილის
ოჯახის
მხრიდან“,-განაცხადა ჯონდი
ბაღათურიამ. მისივე თქმით,
სხვადასხვა სახელმწიფო
ინსტიტუტები, მათ შორის
საჯარო რეესტრი ჩართული
იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ
სააკაშვილის ოჯახის
კორუმპირებული
დანაშაულების დაფარვაში.
„პროკურატურაში დევს სამი
ნორმატიული აქტი, ანუ
პრეზიდენტის
ბრძანებულება, რომლის
მიხედვითაც გინდა
დაიჯერეთ გინდ არა,
სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული ქონება
გადადიოდა დედამისის
საკუთრებაში.
წარმოიდგინეთ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ, რომ გამოსცეს
ბრძანებულება, რომლის
მიხედვითაც ახალგაზრდობის
სასახლე გადავა მამამისის
საკუთრებაში, რა ამბავი
მოხდება ამაზე, როგორი
რეაქცია იქნება, აი ასე
პრეზიდენტის
ბრძანებულებებით. მინდა
გამოითხოვოთ მასალები
პროკურატურიდან, იმიტომ
რომ იქ ჩანს საჯარო
რეესტრის ჩართულობა, იქ
არის ერთ-ერთი დოკუმენტი,
სადაც, არსებობდა ერთ-ერთი
ძალიან კარგი კლასიკური
მუსიკის რადიო შპს „მუზა“.
რომლის დამფუძნებლები
არიან გიული ალასანია,
სიდედრი, ქალბატონი
რულოვსის დედა და მეუღლე,
სანდრა რულოვსი. რომლებმაც
მიიღეს ჯამში 1 100 000 საჩუქრად.
ორ ტრანშად არის ჩამოსული
ერთი 2010 და 2011 წლებში 500 000 და 600
000. ბიზნესიდან არის
შემოწირულობა მიღებული. ეს
კანონიერია,
შემოწირულობის გაკეთება
ბიზნესს შეძლო შპს „მუზას“
აჩუქოს, უბრალოდ საქმე
იმაშია, რომ პრეზიდენტი
ვალდებული იყო ეს თანხა
შეეტანა დეკლარაციაში,
იმიტომ რომ
შემოწირულობაში
მონაწილეობდა მისი მეუღლე,
რომელიც მის მისამართზე
ცხოვრობს. ეს დეკლარაციაში
არ იყო შეტანილი.
შესაბამისად,
საპარლამენტო გამოსვლა,
რომელიც გაიხსენეთ ამ
საპარლამენტო გამოსვლაზე
ამის შესახებ ვთქვი ეს იყო
გვიან საღამოს, საჯარო
რეესტრი, ყველაფერი
დახურული იყო და დილით,
პროკურატურის მასალებში
ეს დევს, მე უბრალოდ
მოვასწარი საჯარო
რეესტრიდან ამონაწერის
გაკეთება, ღამის საათებში
მოასწრეს და
დამფუძნებლები გააუქმეს
ქალბატონი რულოვსები და
გიული ალასანია და
შეცვალეს დამფუძნებლები.
აი ეს არის როგორ იყო
ჩართული საჯარო რეესტრი
კორუფციაში გადაფარვაში,
მისი და მისი ოჯახის
კორუმპირებული დანაშაულის
დაფარვაში“,-განაცხადა
ჯონდი ბაღათურიამ.