90-იან წლებში, ყაჩაღები
წაიყვანდნენ ოჯახის წვერს
და მერე გამოსასყიდს
ითხოვდნენ. ჩვეულებრივად,
["ნაცმოძრაობის" დროსაც]
დააკავებდნენ,
წაიყვანდნენ, უბრალოდ არ
სჭირდებოდათ სარდაფში
დამალვა და მერე
გამოსასყიდს ითხოვდნენ, -
ამის შესახებ „ქართული
დასის“ ლიდერმა, ჯონდი
ბაღათურიამ, პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
განაცხადა, სადაც 2003-2012
წლებში პოლიტიკური
თანამდებობის პირების
კორუფციული გარიგებები და
სისტემური დანაშაულები
განიხილება. ჯონდი
ბაღათურიას თქმით,
პარლამენტის იურიდიული
კომიტეტის 2009 წლის
ანგარიშში აღნიშნულია, რომ
სასამართლომდე მივიდა 18 354
საქმე, რომელთაგან,
გამამართლებელი განაჩენი
მხოლოდ 18 საქმეზე დადგა,
ხოლო, იმავე წელს,
საპროცესო შეთანხმება 14 000
პირთან დაიდო. "იურიდიულ
კომიტეტში იქნება
უზენაესი სასამართლოს 2009
წლის ანგარიში,
კუბლაშვილის ხელმოწერილი.
ალბათ, ეგონათ რომ არ
წავიკითხავდი, მე
ვკითხულობდი და 2009 წელს
ბევრი საქმე აღარ მიდიოდა
სასამართლომდე, მანამდე
იხდიდნენ "ჭკვიანი ბიჭები" -
ჭკვიან ბიჭებად
ითვლებოდნენ ადამიანები,
ვინც სასწრაფოდ იხდიდა.
სასამართლომდე მივიდა 18 354
საქმე. როგორ ფიქრობთ, 18 354
საქმიდან, რამდენი
გამამართლებელი განაჩენი
დადგებოდა? - 18. "ტროიკების"
დროს, 10 პროცენტამდე იყო
გამამართლებელი განაჩენი,
აქ 0,001 პროცენტია,
კუბლაშვილის ხელმოწერილი
დოკუმენტია, მაშინდელი
უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის. იმავე წელს, 14
000 პირთან დაიდო საპროცესო
შეთანხმება, ანუ 14 000 ოჯახი
გაატყავეს. როგორ ხდებოდა
საპროცესო შეთანხმებების
დადება? ადამიანს, რომელსაც
ფული არ ჰქონდა, მათივე
ბანკები ან მათივე
სამევახშეო
ორგანიზაციები, მიდიოდნენ,
ბინას ადებდნენ ყადაღას
ჩაადებინებდნენ ბინას და
[ადამიანი] ყიდულობდა
თავისუფლებას." - განაცხადა
ჯონდი ბაღათურიამ.