ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა. სხვა საკითხებთან ერთად, საბჭოს სხდომაზე, რომელიც 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში იმართება, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.
„საქართველოში აშკარად არის დემოკრატიული უკუსვლა. შემდეგი არჩევნები იქნება სიმართლის მომენტი და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა გზით უნდა რომ წავიდეს: ევროპისკენ თუ მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“, – განაცხადა ბორელმა.
ასევე წაიკითხეთ: