ჯოვანი ვეფხვაძის ნახატები ხელოვნების სასახლეში

News.ge 2 თვის წინ 157
ჯოვანი ვეფხვაძის ნახატები ხელოვნების სასახლეში

ჯოვანი ვეფხვაძე წარმოადგენდა ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის მესამე თაობას, რომლის შემოქმედება და ცხოვრება გაჯერებული იყო ძველი თბილისისა და იტალიის სიყვარულით. 1973 წლიდან იღებს მონაწილეობას როგორც რესპუბლიკურ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. ჯოვანი ვეფხვაძე წლების განმავლოაბაში ასწავლიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში: საქართველოში, გერმანიაში, რუსეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, სომხეთში, საფრანგეთში, იაპონიაში, იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთში, ინდოეთში, ჩინეთში…
ქართული ხელოვნების ისტორიაში დიდია ჯოვანი ვეფხვაძის წვლილი. მხატვარმა თავის შესანიშნავ, განუმეორებელი კოლორიტით გაჟღენთილ ტილოებში ბრწყინვალედ გადმოსცა ძველი თბილისის თავგადასავალი, დაგვანახვა წარსულის ხიბლი და ეპოქის მცხოვრებთა სულისკვეთება.
ჯოვანი ვეფხვაძის ნამუშევრების გამოფენა ხელოვნების სასახლეში 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სრულად წაიკითხეთ სტატია