"ჯო უილსონისგან ობიექტურ შეფასებას სამწუხაროდ არ უნდა ველოდოთ" - გიორგი ვოლსკი

Primetime.ge 11 საათი წინ 4
"ჯო უილსონისგან ობიექტურ შეფასებას სამწუხაროდ არ უნდა ველოდოთ" - გიორგი ვოლსკი
პოლიტიკური შეფასებების თემაა ჯო უილსონის განცხადება. შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპს შეხვდა და მას საქართველოს შესახებ ესაუბრა."მას ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა" და ირანის რეჟიმთან, რომელმაც მისი მკვლელობა დაგეგმა, კორუფციული გარიგებების შესახებ მოვახსენე. ასევე, მას საქართველოს მეგობრების წერილი გავუზიარე“, - წერს ჯო უილსონი.მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ისინი ჯო უილსონისგან ობიექტური შეფასებას არ ელოდებიან:"ჯო უილსონისგან ობიექტურ შეფასებას სამწუხაროდ არ უნდა ველოდოთ. კონგრესმენია, აქვს თავისი გარკვეული გავლენა, პოლიტიკური წონა, მაგრამ აბსოლუტურ სიცრუეს ავრცელებს. ჩინეთთან არაფერი უცხო არ ხდება ამ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით. მითუმეტეს ეს უცხო არ არის ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომელთაგან არაერთს აქვს ძალიან ფართო ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში ხელშეკრულებები დადებული, მათ საკმაოდ დიდი და სერიოზული პაკეტი აქვთ და ჩინეთის მხრიდან დაშვებულია თავისუფალი ვაჭრობა. რასაკვირველია, ჩვენთვის საგანგებო ინტერესის საგანს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, სადაც მოიაზრებიან არამხოლოდ რესპუბლიკელები, არამედ დემოკრატები ეს ორპარტული მხარდაჭერა საქართველოს სჭირდება,"- აცხადებს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.
სრულად წაიკითხეთ სტატია