ჯიმი კარტერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების განვითარებაში, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ გაცვლებსა და თანამშრომლობაში, ძალიან ვაფასებთ ამას - ჩინეთის საგარეო უწყება

Primetime.ge 4 დღის წინ 12
ჯიმი კარტერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების განვითარებაში, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ გაცვლებსა და თანამშრომლობაში, ძალიან ვაფასებთ ამას - ჩინეთის საგარეო უწყება
ჯიმი კარტერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების განვითარებაში, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ გაცვლებსა და თანამშრომლობაში, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა.ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტი კარტერი იყო ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მამოძრავებელი ძალა.„ჩინეთი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო“, – განაცხადა მაო ნინმა.1977-1981 წლებში ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ს მთავრობამ ოფიციალური ურთიერთობა დაამყარა ჩინეთთან, რაც დაეფუძნა 1970-იან წლებში ყოფილი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის და სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის მიერ ჩაყრილ საფუძველს.კარტერის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ 1979 წელს ეღიარებინა პეკინის პოზიცია, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჩინეთი და ტაივანი არის ჩინეთის ნაწილი, ასევე გაეწყვიტა ფორმალური კავშირები ტაივანთან, დაეხმარა კავშირების ახალი კურსის ჩამოყალიბებას.
სრულად წაიკითხეთ სტატია