ჯეფრი საქსი: საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა - სომხეთმა, აზერბაიჯანმა, რუკას უნდა დავხედოთ და მეზობელ სახელმწიფოებს შევხედოთ, თუ სხვაგან გადასვლას არ აპირებთ, უმჯობესია იყოთ რეალისტები, ჭკვიანები

Primetime.ge 1 კვირა წინ 16
ჯეფრი საქსი: საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა - სომხეთმა, აზერბაიჯანმა, რუკას უნდა დავხედოთ და მეზობელ სახელმწიფოებს შევხედოთ, თუ სხვაგან გადასვლას არ აპირებთ, უმჯობესია იყოთ რეალისტები, ჭკვიანები
საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა - სომხეთმა, აზერბაიჯანმა, რუკას უნდა დავხედოთ და მეზობელ სახელმწიფოებს შევხედოთ, თუ სხვაგან გადასვლას არ აპირებთ, უმჯობესია იყოთ რეალისტები, ჭკვიანნი, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში კოლუმბიის უნივერსიტეტის „მდგრადი განვითარების ცენტრის“ დირექტორმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა.მან საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს დანებებისკენ და მარცხის აღიარებისკენ არავინ მოუწოდებს, მაგრამ მისი თქმით, საჭიროა სიფრთხილე და მეზობლებთან კარგი ურთიერთობა.„ამერიკის შეერთებულ შტატებს ხომ არ შეუძლია საქართველოს ხსნა, არც საკუთარი თავისგან და არც მისი ჩრდილოელი მეზობლისგან. გესაჭიროებათ წინდახედულობა, სიფრთხილე, გჭირდებათ ნორმალური დიპლომატია და არა გულზე მჯიღის ცემა, რომ ჩვენ ვართ ნატო, რასაც გვინდა იმას ვიზამთ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, 2008 წლიდანვე და ჩვენ მივიღეთ საშინელი შედეგი, ეს შედეგი კი „საგარეო საქმეთა საბჭოში“ სააკაშვილის ვიზიტიდან რამდენიმე კვირაში დადგა. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა - სომხეთმა, აზერბაიჯანმა, რუკას უნდა დავხედოთ და მეზობელ სახელმწიფოებს შევხედოთ, თუ სხვაგან გადასვლას არ აპირებთ, უმჯობესია იყოთ რეალისტები, ჭკვიანნი.არავინ მოგიწოდებთ სახელმწიფოებრიობის დათმობისკენ, იყავით წინდახედულნი და ჭკვიანნი. რეალისტ ჰენრი კისინჯერს აქვს ასეთი ფრაზა, „ამერიკის შეერთებული შტატების მტრობა არის საშიში, მეგობრობა კი სასიკვდილო“. ის გულისხმობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება სიყვარულს გეფიცებოდეთ, მაგრამ სინამდვილეში მათ ეს არ ადარდებთ, მათ ისიც კი არ იციან ამერიკული ჯორჯია ან ატლანტა სად მდებარეობს. მათ მითუმეტეს არ იციან, თბილისი და საქართველო სად არის, დამიჯერეთ, გულწრფელად გეუბნებით, იყავით ფრთხილად, არავინ გეუბნებათ, რომ დანებდეთ, მარცხი აღიაროთ, იყავით წინდახედულნი, მოეპყარით მეზობელს კარგად. იმავეს გირჩევთ თურქეთთან და ირანთან დაკავშირებით“, - განაცხადა საქსმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია