რამდენჯერაც სააკაშვილი
საქართველოს ევროპის
შუაგულში მდებარეობაზე
საუბრობდა, იმდენჯერ
ისმოდა მქუხარე
აპლოდისმენტები. „საგარეო
ურთიერთობათა საბჭოში“
სიხარულით მეცხრე ცაზე
იყვნენ. საქართველო ნატოში
გაწევრიანდება - ამბობდა
სააკაშვილი და ისმოდა მეტი
აღტყინება! მე კი ვიცოდი,
რომ ეს გახლდათ სრულიად
უპასუხისმგებლო საუბარი,
ეს გახლდათ სრული
პროვოკაცია და რამდენიმე
კვირაში კი ომიც მოვიდა, -
განაცხადა ლაშა
კასრაძესთან ინტერვიუში
კოლუმბიის უნივერსიტეტის
„მდგრადი განვითარების
ცენტრის“ დირექტორმა,
პროფესორმა, ჯეფრი
საქსმა.მისი თქმით,
საქართველოს ვაშინგტონი
და ბრიუსელი ვერ
გადაარჩენს და
საქართველოს
სიფრთხილისკენ და
დიპლომატიისკენ
მოუწოდებს.„ეს გახლდათ
საშინელება, მაგრამ ამავე
დროს სრულიად მოსალოდნელი!
ეს გახლდათ ამერიკის
შეერთებული შტატების მიერ
წაქეზებული, ვინაიდან
ვინმე ზრდასრულს უნდა
დაერიგებინა სააკაშვილი,
რომ მის მიერ ამგვარი
განცხადებების გაკეთება
მისთვისვე იყო საშიში და
დამანგრეველი. იყავი
ფრთხილად, იყავი
წინდახედული, ნუ მოუწყობ
შენს ძლევამოსილ ჩრდილოელ
მეზობელს პროვოკაციას.
ამერიკის შეერთებული
შტატები შენი მეზობელი არ
არის, ამერიკის შეერთებული
შტატები ათასობით
კილომეტრის დაშორებითაა,
ეს მეზობელი კი შენს
ცხვირწინაა. ასე რომ იყავი
ფრთხილად!
სააკაშვილისთვის ეს
არავის უთქვამს, მას მხოლოდ
ტაშს უკრავდნენ.მაგრამ
ამერიკის შეერთებულ
შტატებს ხომ არ შეუძლია
საქართველოს ხსნა, არც
საკუთარი თავისგან და არც
მისი ჩრდილოელი
მეზობლისგან.
გესაჭიროებათ
წინდახედულობა, სიფრთხილე,
გჭირდებათ ნორმალური
დიპლომატია და არა გულზე
მჯიღის ცემა, რომ ჩვენ ვართ
ნატო, რასაც გვინდა იმას
ვიზამთ. სამწუხაროდ, ეს
ყველაფერი ჩემთვის
თავიდანვე ნათელი იყო, 2008
წლიდანვე და ჩვენ მივიღეთ
საშინელი შედეგი, ეს შედეგი
კი „საგარეო საქმეთა
საბჭოში“ სააკაშვილის
ვიზიტიდან რამდენიმე
კვირაში დადგა. ამ
საკითხთან დაკავშირებით
ყველაფერი ნათელია,
საქართველოს მსგავსმა
ქვეყნებმა - სომხეთმა,
აზერბაიჯანმა, რუკას უნდა
დავხედოთ და მეზობელ
სახელმწიფოებს შევხედოთ,
თუ სხვაგან გადასვლას არ
აპირებთ, უმჯობესია იყოთ
რეალისტები,
ჭკვიანნი.არავინ
მოგიწოდებთ
სახელმწიფოებრიობის
დათმობისკენ, იყავით
წინდახედულნი და ჭკვიანნი.
რეალისტ ჰენრი კისინჯერს
აქვს ასეთი ფრაზა,
„ამერიკის შეერთებული
შტატების მტრობა არის
საშიში, მეგობრობა კი
სასიკვდილო“. ის
გულისხმობდა, რომ ამერიკის
შეერთებული შტატები
შეიძლება სიყვარულს
გეფიცებოდეთ, მაგრამ
სინამდვილეში მათ ეს არ
ადარდებთ, მათ ისიც კი არ
იციან ამერიკული ჯორჯია ან
ატლანტა სად მდებარეობს.
მათ მითუმეტეს არ იციან,
თბილისი და საქართველო სად
არის, დამიჯერეთ,
გულწრფელად გეუბნებით,
იყავით ფრთხილად, არავინ
გეუბნებათ, რომ დანებდეთ,
მარცხი აღიაროთ, იყავით
წინდახედულნი, მოეპყარით
მეზობელს კარგად. იმავეს
გირჩევთ თურქეთთან და
ირანთან დაკავშირებით.ამ
ზიზღის ფონზე იმის ფიქრი,
რომ ბრიუსელი გადაგარჩენთ,
უბრალოდ სასაცილოა.
ვაშინგტონი კი საერთოდ
დამატებით 3 ათასი
კილომეტრის დაშორებითაა
კიდევ, კარგით რა, ვიყოთ
რეალისტები, მე ვცადე ეს
უკრაინელებისთვის
ამეხსნა, მაგრამ მათ მე
ყური არ დამიგდეს, მათ
ვაშინგტონიდან გაგონილი
ტკბილი საუბარი და
მხარდაჭერაზე ცრუ
დაპირებები ერჩივნათ. ახლა
კი მათ ბრძოლის ველზე
უბრალოდ ხოცავენ. რას
ნიშნავს ბრძოლა მანამ,
სანამ საჭიროა - სანამ ბოლო
უკრაინელს მოკლავენ? მათ
ასიათასობით ადამიანი
დაკარგეს, როდესაც შეეძლოთ
ჩემთვის ყური დაეგდოთ, ეს
იყო მათი მხრიდან ყოვლად
დამანგრეველი საქციელი.
უკრაინელებს თავიდანვე
უარი უნდა ეთქვათ ნატოში
გაწევრიანების
შეთავაზებაზე, მათ უნდა
ეთქვათ, რომ არ სურდათ ამ
გზით არავის განაწყენება,
მათ ხომ არავინ ესხმოდა
თავს, ეს პროვოკაცია რა
საჭირო იყო? ყველაფერი
იქნებოდა წყნარად“, -
აღნიშნა ჯეფრი საქსმა.