საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი
გურამ მაჭარაშვილი
აცხადებს, რომ ოპოზიციას
აკვიატებული აქვს
ხელისუფლებაში
მოსვლა."არსებობს ისეთი
დაავადებები, რომელიც არ
იკურნება და ეს არის
აკვიატება, ზურაბიშვილი
იქნება ეს თუ სხვა,
აკვიატებული აქვთ, რომ
უნდათ ხელისუფლებაში
მოსვლა.ჯერ თვითონ
ამტკიცებდნენ
ზურაბიშვილი, გვარამია,
ენჯეოები, რომ უსაფრთხო იყო
ელექტროსისტემა და როცა
ნახეს, რომ წააგეს,
გამოვარდნენ და ამბობენ,
გაყალბდაო. რა გაყალბდა?
როგორ გაყალბდა? როგორ
შეიძლება ელექტრონულმა
სისტემამ ვინმეს
სასარგებლოდ მიიღოს
გადაწყვეტილება?", -
აცხადებს მაჭარაშვილი.