ჯგუფური ძალადობა მძიმე დანაშაულია და სასამართლომ გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს - ლადო ბოჟაძე

Primetime.ge 1 თვე წინ 37
ჯგუფური ძალადობა მძიმე დანაშაულია და სასამართლომ გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს - ლადო ბოჟაძე
ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პირების საქმეზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მმართველი გუნდის წევრებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ჯგუფური ძალადობა მძიმე დანაშაულია და სასამართლო გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღებს.პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის თქმით, პოლიციელი ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და კანონის რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი."სასამართლო კანონიდან და მტკიცებულებებიდან გამომდინარე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს და რა მტკიცებულებების არსებობს დაცვისა და ბრალდების მხრიდან ეს უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ. რაც შეეხება ზოგადად, ისეთ მძიმე დანაშაულს, რაც პოლიციელზე თავდასხმა ჰქვია, საუბარია იმ სავარაუდო დამნაშავეებზე, რომლებიც ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ესროდნენ ქვებს, "მოლოტოვის კოქტეილებს, პიროტექნიკას. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სრულად სასამართლომ. თუ გავითვალისწინებთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, ის ყველაზე მძიმე სასჯელს ითხოვს პოლიციელის მკვლელობისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციელი ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და კანონის რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია