ევროკავშირის ქვეყნები
გადამზიდველებისათვის
საზღვრებზე კონტროლის
გამკაცრების და
დამატებითი საჯარიმო
სანქციების ამოქმედებას
აანონსებენ. თუ რა უნდა
გაითვალისწინონ ქართველმა
გადამზიდავებმა, ამის
შესახებ პრაქტიკულ
რჩევებს სატრანსპორტო
დერეფნის კვლევის ცენტრი
(TCRC) ავრცელებს.როგორც
ცნობილია, ევროკავშირის
ქვეყნები ახალი
რეგულაციების შემოღების
და სასაზღვრო კონტროლის
გამკაცრების ერთ-ერთი
მთავარ მიზეზად
არალეგალური მიგრანტების
რაოდენობის ზრდას
უკავშირებენ.სატრანსპორტო
დერეფნის კვლევის ცენტრი
განმარტავს, რომ გერმანია,
ავსტრია, იტალია,
ნიდერლანდები და შვედეთი -
ეს ის ევროპული ქვეყნებია,
რომლებმაც მიგრაციული
ზეწოლისა და უსაფრთხოების
შესახებ შეშფოთების გამო,
საზღვრებზე პირველადი
კონტროლი უკვე
აღადგინეს.ამასთან, როგორც
ცნობილია,
დარღვევებისთვის
გათვალისწინებულია
მნიშვნელოვანი ფინანსური
ჯარიმები, რომლებიც ზოგჯერ
ათიათასობით ევროსაც
აჭარბებს.TCRC- ს ინფორმაციით,
შემოწმებები სხვადასხვა
მიმართულებებს მოიცავს,
კერძოდ:„მძღოლისა და
სატრანსპორტო საშუალების
დოკუმენტაცია –
განსაკუთრებული ყურადღება
ექცევა ევროკავშირის
არაწევრ მძღოლებს,
შემოწმებას ექვემდებარება
მათი ევროზონაში ყოფნის და
მუშაობის კანონიერება.
ინსპექტორებს ასევე
შეუძლიათ მოითხოვონ
ევროკავშირის ლიცენზია,
სატრანსპორტო საშუალების
და ტვირთის
დოკუმენტები.ტვირთის
საერთაშორისო
საავტომობილო გადაზიდვის
დოკუმენტის CMR ის არასწორად
შევსება – CMR-ში შეცდომები
გავრცელებული დარღვევა,
რაც საფრანგეთში 750 ევრომდე,
ხოლო გერმანიაში – 500
ევრომდე ჯარიმას
იწვევს.ტვირთის თანმხლები
დოკუმენტები –ინვოისი,
შეკვეთის საბუთი ა.შ. –
მძღოლს ბორტზე უნდა
გააჩნდეს ყველა საჭირო
დოკუმენტი, წინააღმდეგ
შემთხვევაში ბელგიაში
საჯარიმო სანქცია 1800
ევრომდეა, ხოლო
ნიდერლანდებში – 1500
ევრომდე.საბაჟო
დოკუმენტები – MRN, GMR, T1/T2 MRN, GMR და
T1/T2 ევროკავშირის ფარგლებში
და დიდ ბრიტანეთში
საქონლის გადაადგილებისას
საბაჟო პროცედურებთან
დაკავშირებული
დოკუმენტაციაა.აღნიშნული
დოკუმენტები საჭიროა დიდ
ბრიტანეთში/დან
გადაზიდვისას, მაშინაც კი,
თუ ევროკავშირის
ფარგლებში განბაჟება
საჭირო არ არის. ამ
მოთხოვნის შეუსრულებლობამ
სატრანსპორტო საშუალების
კონფისკაცია და ათასობით
ფუნტის ოდენობის ჯარიმა
შეიძლება
გამოიწვიოს.სპეციალური
ნებართვები – ზოგიერთი
საქონლის გადაზიდვისას
საჭიროა დამატებითი
ნებართვები, როგორიცაა
საშიში ტვირთებისათვის ADR
ის ნებართვა. გერმანიაში
დარღვევები შეიძლება 50 000
ევრომდე ჯარიმის მიზეზი
გახდეს.ევროკავშირის
ლიცენზია და მისი
ამონაწერი – ლიცენზიის
არქონა მკაცრად ისჯება
პოლონეთში – 12 000 ზლოტით (2 800
ევრო), გერმანიაში – 5 000
ევროთი, ჩეხეთში – 500 000
კრონამდე (20 100
ევრო).რეგულაცია (EC) 561/2006
რომელიც მკაცრად
არეგულირებს სატრანსპორტო
საშუალების მართვის დროს,
მძღოლების შესვენებებსა
და დასვენების პერიოდებს,
მძღოლებს ავალდებულებს
თან იქონიონ მძღოლის
ბარათი, საჭიროების
შემთხვევაში ხელით
შეიყვანონ მონაცემები
ტაქოგრაფში და დაიცვან
დადგენილი დასვენების
პერიოდები.მძღოლების
შესვენებებსა და
დასვენების პერიოდების
დარღვევებისთვის
ჯარიმებმა შეიძლება
რამდენიმე ათას ევროს
მიაღწიოს, განსაკუთრებით
ესპანეთში, იტალიასა და
გერმანიაში.ინსპექტორები
ასევე ყურადღებას აქცევენ
საბურავების, მუხრუჭების,
ფარების, ტაქოგრაფის
კალიბრაციის, ტექნიკური
შემოწმებისა და
სავალდებულო აღჭურვილობის
(ჟილეტები, საავარიო
გაჩერების ნიშანი,
ცეცხლმაქრი, პირველადი
დახმარების ნაკრები)
მდგომარეობას.ამ ტიპის
მოთხოვნების
უგულებელყოფის
შემთხვევაში შესაძლებელია
ჯარიმების დაკისრება,
დოკუმენტების
კონფისკაცია, შემდგომი
გადაადგილების აკრძალვა
და კომპანიის რისკების
რეესტრებში
შეყვანა.განსაკუთრებული
ყურადღება ეთმობა
არალეგალური მიგრანტების
სატრანსპორტო საშუალების
ძარაში შეღწევის
შემთხვევაში საჯარიმო
სანქციებს.არალეგალური
მიგრანტების გადაყვანა,
მძღოლის არაინფორმირების
შემთხვევაშიც, როგორც
მძღოლისთვის, ასევე
გადამზიდავი
კომპანიისათვის დიდ
ჯარიმებს ითვალისწინებს.
ჯარიმამ დიდ ბრიტანეთში
ერთ მიგრანტზე შესაძლოა, 6 000
ფუნტ სტერლინგს (7 000 ევროს)
მიაღწიოს, 75 000 ევროს
საფრანგეთში და 15 000 ევროს
იტალიაში.არალეგალური
მიგრანტების სატრანსპორტო
საშუალების მისაბმელში
შეღწევადობის პრობლემების
თავიდან ასაცილებლად,
მძღოლებმა რეგულარულად
უნდა შეამოწმონ ლუქები,
კარები და სატრანსპორტო
საშუალების მდგომარეობა
გაჩერებების შემდეგ“, -
აღნიშნავს სატრანსპორტო
დერეფნის კვლევის
ცენტრი.მათივე
ინფორმაციით, ჯარიმების
თავიდან ასაცილებლად,
ევროკავშირი თავის
განცხადებაში
სატრანსპორტო კომპანიებს
მოუწოდებს კანონის სრულ
დაცვას, რაც მოითხოვს ყველა
სატრანსპორტო და
თანმხლები დოკუმენტის
სავალდებულო
ხელმისაწვდომობას,
მძღოლების რეგულარულ
გადამზადებას,
სატრანსპორტო კომპანიაში
შიდა კონტროლის
პროცედურების
განხორციელებას და
შრომისა და უსაფრთხოების
სფეროში ევროკავშირის
რეგულაციების დაცვას.