ავტომობილები, ზედმეტი
ხმაურის შემთხვევაში
დაჯარიმდებიან. აღნიშნულს
გულისხმობს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსი.კერძოდ,
დოკუმენტის თანახმად, იმ
სატრანსპორტო საშუალების
მართვა, რომლის
ექსპლუატაციისას
წარმოქმნილი ხმაური
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ
ნორმას აღემატება,
გამოიწვევს პირის
დაჯარიმებას 100 ლარის
ოდენობით. განმეორებით
შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარი
იქნება, ხოლო კიდევ შემდეგ
ჯერზე ავტომობილის მძღოლი
300 ლარით დაჯარიმდება.ეს
წესი 2025 წლის 1-ლი იანვრიდან
ამოქმედდება.