ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა სსიპ საპენსიო
სააგენტოს 2024 წლის 6 თვის
განმავლობაში
განხორციელებული
საქმიანობის ანგარიში
მოისმინა, რომელიც
სააგენტოს დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელმა
გიორგი ჭიჭინაძემ
წარადგინა.მომხსენებელმა
ისაუბრა საინვესტიციო და
საოპერაციო საქმიანობის,
ასევე განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ და
კომიტეტის წევრებს გააცნო
ინფორმაცია დაგროვებითი
საპენსიო სქემისთვის
ძირითადი სტატისტიკური
მონაცემების თაობაზე.„2024
წლის ივნისის
მდგომარეობით, საპენსიო
აქტივების 80.7% განთავსებული
იყო ლარში, ხოლო 19.3% უცხოურ
ვალუტაში დენომინირებულ
აქტივებში. რაც შეეხება
აქტივების განაწილებას
ინსტრუმენტების მიხედვით,
საანგარიშო პერიოდის
ბოლოსთვის 59.0% განთავსებული
იყო 9 ქართულ კომერციულ
ბანკში სადეპოზიტო
სერტიფიკატებსა და ვადიან
ანაბრებში, რომელთაც
ერიცხებათ ფიქსირებული
სარგებელი, ხოლო 6.0%
ნომინალური მფლობელობის
სარგებლიან მიმდინარე
ანგარიშებზე, რომლებსაც
ერიცხება ცვლადი
სარგებელი“, - განაცხადა
მომხსენებელმა.მისივე
თქმით, უცხოურ აქციებში
ინვესტირებული იყო
პორტფელის 18.5%, ხოლო
სახაზინო ფასიანი
ქაღალდების წილი
პორტფელის 15.0%-ს შეადგენდა.
აქტივების 0.5%
ევროობლიგაციებში იყო
განთავსებული, 1.0% კი
ადგილობრივ კორპორაციულ
ობლიგაციაში.როგორც
მომხსენებელმა აღნიშნა, 2024
წლის 30 ივნისის
მდგომარეობით, საპენსიო
სააგენტოს მიერ მართულმა 3
პორტფელმა - კონსერვატიული,
დაბალანსებული და
დინამიკური - საკმაოდ კარგი
შედეგი აჩვენა და ფონდების
გაშვებიდან (2023 წლის 7
აგვისტო დაბალანსებული და
დინამიკური
პორტფელებისთვის) 30
ივნისამდე
დაგენერირებულმა
ამონაგებმა, შესაბამისად,
9.8%, 13.4% და 15.0%
შეადგინა.წარმოდგენილი
ინფორმაციის თანახმად,
საანგარიშო პერიოდში - 2024
წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის
ჩათვლით საპენსიო
შენატანების
ადმინისტრირების
ელექტრონულ სისტემაში 6 124
დამსაქმებელი და
თვითდასაქმებული
დარეგისტრირდა და
გაწევრიანდა 114 177
დასაქმებული.შედეგად, 2024
წლის 30 ივნისის
მდგომარეობით, საპენსიო
სქემაში, დაარსებიდან
დღემდე, გაწევრიანებულ
მონაწილეთა რაოდენობამ
ჯამში 1,528 ათასი შეადგინა.
ამავე პერიოდში სქემიდან
გავიდა 173 ათასი მონაწილე და
საპენსიო სქემაში დარჩა 1,320
ათასი მონაწილე. სააგენტოს
სისტემაში რეგისტრირებული
დამსაქმებლების რაოდენობა
კი ჯამში 117
ათასია.საანგარიშო
პერიოდის განმავლობაში 490
დასაქმებულმა ისარგებლა
საპენსიო სქემიდან
გასვლის უფლებით. საპენსიო
სქემიდან გასული
დასაქმებულებიდან კი
იმავე პერიოდში სქემაში
ხელახლა 454 დასაქმებული
გაწევრიანდა.საპენსიო
დეკლარაციების
საფუძველზე, 2024 წლის 30
ივნისის ჩათვლით საპენსიო
შენატანების საერთო
ოდენობამ
(მაკორექტირებელი
დეკლარაციების გარეშე)
4,181,726,906.17 ლარი შეადგინა, ხოლო
2024 წლის 1 იანვრიდან 2024
წლის 30 ივნისის ჩათვლით -
594,704,553.97 ლარი.ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტმა
საპენსიო სააგენტოს
საქმიანობა დადებითად
შეაფასა.