ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2025 წლის
სამოქმედო გეგმაზე
იმსჯელა და ერთხმად
დაამტკიცა.ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ზაზა
ლომინაძის განცხადებით,
მიმდინარე წელსაც
ჯანმრთელობის დაცვის
კუთხით, კომიტეტი
იმუშავებს საქართველოს
ჯანმრთელობის დაცვის 2022-2030
წლების ეროვნული
სტრატეგიის
განხორციელების
მიმართულებით.კომიტეტისათვის
ასევე მნიშვნელოვანი
იქნება ევროკავშირთან
ინტეგრაციის მიმართულებით
საქართველოს მიერ ნაკისრი
ვალდებულებების
განხორციელება,
ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
მარეგულირებელი
კანონმდებლობა 2025 წლის
განმავლობაში
ევროკავშირის 5
სამართლებრივ აქტს უნდა
დაუახლოვდეს.კომიტეტის
თავმჯდომარის
ინფორმაციით, კომიტეტის 2025
წლის სამოქმედო გეგმა
მოიცავს 4 სტრატეგიულ
ამოცანას: ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის
პოლიტიკის მიმართულებით
მტკიცებულებებზე
დაფუძნებული
საკანონმდებლო
საქმიანობის
განხორციელება,
დარგობრივი პოლიტიკის
განხორციელებაზე ეფექტური
ზედამხედველობა,
კომიტეტის მიერ ეფექტური
წარმომადგენლობითი
საქმიანობის
უზრუნველყოფა, კომიტეტის
საქმიანობის ეფექტურობის
გაუმჯობესება და 42
აქტივობას. კომიტეტი
კვლავაც გააგრძელებს
თემატური მოკვლევების
პრაქტიკას.კომიტეტმა
ამავე სხდომაზე მოისმინა
ინფორმაცია 2024 წლის გაწეული
საქმიანობის ანგარიშის
შესახებ და ცნობად
მიიღო.ორივე დოკუმენტი
პარლამენტის ბიუროს
გადაეცემა.