სასტუმროები 2024-25 წლის
ზამთრის ტურისტულ სეზონზე
ვიზიტორთა გაზრდილ
რაოდენობაზე საუბრობენ,
სხვადასხვა სასტუმროების
მენეჯერთა ინფორმაციით,
უკვე გაზრდილია ჯავშნების
რაოდენობა აპრილი-მაისის
პერიოდში.2025 წლის ზაფხულის
სეზონის წინ პოზიტიური
მოლოდინება აქვს IOTA Hotel Tbilisi-ს
დამფუძნებელს დავით
კუპრაშვილს. „2025 წლის
პირველ ნახევარში
პოზიტიური მოლოდინები
გვაქვს. წინა წლის
გამოცდილებაზე
დაყრდნობით, ველით
სასტუმროს შედარებით
მაღალ დატვირთულობას
მომავალი სეზონისთვის. ამ
ეტაპზე, მსხვილი ჯგუფური
გაუქმებები არ
დაფიქსირებულა, ხოლო
პარტნიორ ტურისტულ
სააგენტოებთან
კომუნიკაციის შედეგად
დადასტურდა, რომ მაისის
თვის ჯავშნების გაუქმების
მოლოდინები არ არის. გარდა
ამისა, უკვე დადასტურებული
ჯავშნების
გათვალისწინებით,
ჯავშნების მოთხოვნის
მაჩვენებელი აპრილსა და
მაისის თვეებში ზრდას
განაგრძობს.
განსაკუთრებით
საგრძნობლად იზრდება
მოთხოვნა აპრილზე, რაც
პოზიტიურ მოლოდინებს
გვიქმნის ამ პერიოდის
დატვირთულობის
მიმართ“,-აცხადებს დავით
კუპრაშვილი.