
გასტრო-ენტეროლოგი ჯაბა ზარქუა:
ევროპასთან უვიზოზე გულაობა და შოპინგი იმიტომ ახსენდება ყველას პირველ რიგში, რომ ეს ჩანს ზედაპირზე, ამის ამსახველ ფოტოებს აშეარებენ “ფეისბუქზე” ადამიანები. თუმცა ეს აისბერგის მწვერვალია. ფუძეა ის რაც არ ჩანს.
არ ჩანს ემიგრანტი დედის სანახავად ჩასული შვილი.
არ ჩანს საავადმყოფოს რიგში მდგომი პაციენტი.
არ ჩანს სატაქსაოდ წასული ადამიანი.
არ ჩანს 2-4 კვირიან ენის სასწავლო კურსზე სახელდახელოდ წასული სტუდენტი.
არ ჩანს ფიზიკურ მუშად წასული კაცი.
არც ის ადამიანები ჩანან, ვინც უკიდურეს წერტილს მიაღწიეს აქ და თვითმკვლელობას ისევ ყველაფრის გაყიდვა და ევროპაში წასვლა არჩიეს ცხოვრების ბოლო შანსის მოსაპოვებლად.
ჰოდა, ირაკლი, ამ ხალხს აუხსენი რამდენად არ არის ეგზისტენციალური საფრთხე უვიზო მიმოსვლა, თორე კალაძისთვის მართლა არ არის – წავა და იმ თმას დუბაიშიც შეიჭრის რო რამე