„ხშირად ეს ხდება ინფექციების შეჭრის მიზეზი...“ - როგორ ვებრძოლოთ კოღოს ნაკბენს

Primetime.ge 2 დღის წინ 5
„ხშირად ეს ხდება ინფექციების შეჭრის მიზეზი...“ - როგორ ვებრძოლოთ კოღოს ნაკბენს
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.ამიტომ აუცილებელია ქავილისგან თავის შეკავება.ქავილის მოხსნის მიზნით კარგია ნაკბენის მრავალჯერადი გაწმენდა სოდიანი ხსნარით. ასევე უნდა მოხდეს ნაკბენი არის დამუშავება - სპირტით, კალენდულას ნაყენით, კორვალოლით ან ვალოკორდინით, ან რომელიმე სხვა ანტიჰისტამინური საშუალებით, ჩაის ხის ზეთით, პროპოლისის ხსნარით და ა.შ.ნაკბენ ადგილზე უნდა დაიდოთ რაიმე ცივი - ცივი ხსნის ქავილს და აცხრობს შეშუპებას. შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალების დალევა (მაგალითად, სუპრასტინი ან სხვ.). ეს იქნება ალერგიული რეაქციის პროფილაქტიკა.აუცილებლად წაისვით ნაკბენზე ბრილიანტის მწვანე.თუ კოღოს ნაკბენი ადგილი ძლიერ შეშუპდა და გაწითლდა, მაშინ აუცილებელია ალერგოლოგთან დროული ვიზიტი.რაც შეეხება პროფილაქტიკას, კოღოებისგან თავის დასაღწევად არსებობს ეთერზეთები (ლიმონის, პიტნის, ევკალიპტის) - საკმარისია 1 წვეთი ტანისამოსს წავუსვათ – და ეს სურნელი კოღოებს აფრთხობს, თუმცა გასათვალისწინებელია ალერგიული რეაქცია არ გქონდეთ აღნიშნულ საშუალებებზე, ასევე მრავალი კრემი და ლოსიონია, რომლის შერჩევაში ფარმაცევტები დაგეხმარებიან.
სრულად წაიკითხეთ სტატია