საქართველოში პარლამენტის
არჩევნები იმართება. წელს
ქვეყანაში პირველად
ტარდება საპარლამენტო
არჩევნები სრულად
პროპორციული წესით.
ამომრჩევლებს, საერთო
ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი
ემსახურება.საქართველოში
გახსნილია 3 044 უბანი, მათ
შორის 13 გამონაკლის
შემთხვევაში შექმნილი
უბანი, საიდანაც 12
პენიტენციურ
დაწესებულებებში, 1 კი
ფსიქიკური ჯანმრთელობის
ცენტრშია.რაც შეეხება
საზღვარგარეთ შექმნილ
უბნებს - 42 ქვეყნის 53
ქალაქში შექმნილია 67
საარჩევნო უბანი.
ელექტრონული
ტექნოლოგიების
გამოყენებით არჩევნები
საქართველოში 2 263 უბანზე
ჩატარდება, დანარჩენ
უბნებზე, ასევე
საზღვარგარეთ, კენჭისყრა
ტრადიციული წესით
გაიმართება.საზღვარგარეთ
კენჭისყრა შესაბამისი
ქვეყნის ადგილობრივი
დროით 08:00 საათიდან 20:00
საათამდე გაიმართება.
ამომრჩეველმა თან უნდა
იქონიოს საქართველოს
მოქალაქის პირადობის
მოწმობა ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტი.26
ოქტომბრის არჩევნებისთვის
ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.
ელექტრონული
ტექნოლოგიების
გამოყენებით მიიღებს
არჩევნებში მონაწილეობას 3
113 747 ამომრჩეველი. წელს
პირველად ეძლევა
არჩევნებში მონაწილეობის
შესაძლებლობა 135 922
ახალგაზრდას. გადასატანი
ყუთის სიაში 64 238
ამომრჩეველია. სხვა
სახელმწიფოში შექმნილი
საარჩევნო უბნების
სპეციალურ სიებში
ამომრჩეველთა რაოდენობა 95
910-ია.