“მოკლედ ამოვწურე ყველა ჩემი რესურსი, დეკლარირებულ ქოცებთან შემენარჩუნებინა ის მინიმალური კავშირი რაც მქონდა… იმ ანგელოზი გოგოს, უბოროტეს რუსულ ძალას შელეწილი, მარო მაყაშვილის დაცინვას არ გაგიტარებთ, როგორ გაიმარჯვეთ სახელოვნად, საკუთარ შვილებზე და ქვეყანაზე, მაგაზე ცხოვრება გიპასუხებთ… ხვალ ვინც დამხვდებით მეგობრებში მე დაგემშვიდობებით და თან აგიხსნით რატომ, რაც არ მოგეწონებათ…” – წერს სოციალურ ქსელში გამომცემელი ხვიჩა ყალაბეგაშვილი.
ცნობისათვის, “ქართული ოცნების” წევრებმა დღეს, სოციალურ ქსელში ატვირთეს: გავიმარჯვეთ სახელოვნად.
საქართველოს ეროვნული გმირი, მოწყალების და მარო მაყაშვილი დაიღუპა საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან.
„საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ 122 ვერსზე ვართ მტრისგან. თუმცა მტერი ჯერ შორს არის და ძალიან სცხებენ ჩვენები. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. მაინცა და მაინც არ ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშიანათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“…
ეს არის ფრაგმენტი მარო მაყაშვილის დღიურიდან.