ხვალიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

Primetime.ge 2 თვის წინ 49
ხვალიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება
ხვალიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.„ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000- ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია