გარემოს ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციით, 8
აგვისტოს დღის მეორე
ნახევრიდან – 11 აგვისტომდე
საქართველოში, მაღალი
ტემპერატურის ფონზე,
მოსალოდნელია წვიმა
ელჭექით, ზოგან ძლიერი,
დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი, შესაძლებელია
სეტყვა.სინოპტიკოსების
ცნობით, ზღვაზე
მოსალოდნელია 3-4 ბალიანი
შტორმული
ღელვა.„მოსალოდნელმა
ნალექებმა შესაძლებელია
საქართველოს პატარა
მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან
ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს. საფრთხის დონე
საშუალო“, – ნათქვამია
გარემოს ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციაში.