ხვალინდელი ამინდის
შესახებ გარემოს ეროვნული
სააგენტო პროგნოზს
აქვეყნებს და მოსახლეობას
სიფრთხილისკენ
მოუწოდებს.„3 ნოემბერს
დასავლეთ საქართველოში
მოსალოდნელია წვიმა, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია
ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4
ბალიანი შტორმული
ღელვა. მოსალოდნელმა
ნალექებმა შესაძლებელია
დასავლეთ საქართველოს
მდინარეებზე წყლის
დონეების მნიშვნელოვანი
მატება, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან
ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს. (საფრთხის დონე
საშუალო).“ - წერია
სააგენტოს მიერ
გავრცელებულ
განცხადებაში.