ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები არის რეპრესია, რომელიც არ ტოვებს არანაირ სივრცეს თავისუფალი სიტყვისთვის, შეკრებებისთვის ან მანიფესტაციებისთვის - სერგო ჩიხლაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 23
ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები არის რეპრესია, რომელიც არ ტოვებს არანაირ სივრცეს თავისუფალი სიტყვისთვის, შეკრებებისთვის ან მანიფესტაციებისთვის - სერგო ჩიხლაძე
პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები არის რეპრესია, რომელიც არ ტოვებს არანაირ სივრცეს თავისუფალი სიტყვისთვის, შეკრებებისთვის ან მანიფესტაციებისთვის."ეს არ არის კანონი, ეს არ არის კანონის გამკაცრება, ეს არის დაანონსებული უკანონობა. ეს არის რეპრესიები და ძალადობა, რომელიც არ ტოვებს არანაირ სივრცეს თავისუფალი სიტყვისთვის, შეკრებებისთვის ან მანიფესტაციებისთვის", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ხელისუფლება ფეხდაფეხ დასდევს მომიტინგეებს და ახალ-ახალი ავტორიტარული კანონებით ცდილობს, რომ ძალაუფლება გადაარჩინოს."რეჟიმი, რომელმაც ვერაფრით ვერ დაამარცხა სახალხო პროტესტი, ფეხდაფეხ დასდევს მომიტინგეებს და ახალ-ახალი ავტორიტარული კანონებით ცდილობს, რომ ძალაუფლება გადაარჩინოს. ეს წარმოუდგენელია, რადგანაც ქვეყნის და ევროპული მომავლის დაცვა, სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვას ნიშნავს. მათ ეჩქარებათ მოგუდონ სახალხო პროტესტი, რასაც ვერ ახერხებენ უკვე 2 თვეზე მეტია", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია