ხაჭოს პასკის რეცეპტი ლიკა კვარაცხელიასგან

Primetime.ge 1 კვირა წინ 26
ხაჭოს პასკის რეცეპტი ლიკა კვარაცხელიასგან
მოდელი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში კერძების რეცეპტებს ხშირად აზიარებს. ამჯერად ის ხაჭოს პასკის რეცეპტს აქვეყნებს:მომზადება:1. შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე, დავამატოთ საკვები საღებავი სასურველი ფერის მისაღებად და ჩავასხათ ფორმაში. მაცივარში შევდგათ გასამაგრებლად.2. კვერცხის მასა კვერცხის გულები, ნაღები, ვანილი და შაქარი მოვათავსოთ ქვაბში და მუდმივად ვურიოთ. ავადუღოთ და 30-40 წამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. გავაციოთ.3. კენკრის ფენა კენკრას მოვაყაროთ შაქარი, წამოვადუღოთ და დავამატოთ სახამებელი, რომ მასა შესქელდეს. გავაციოთ.4. ხაჭოს მასა ხაჭო საცერზე დავტოვოთ 3-4 საათით, რათა ზედმეტი სითხე ჩამოიწუროს. შემდეგ ბლენდერში მოვათავსოთ კარაქთან ერთად და 3-4 წუთის მანძილზე ვთქვიფოთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩავამატოთ გაგრილებული კვერცხის მასა და კარგად ავურიოთ.  5. შეკრება მზა ხაჭოს მასა მოვათავსოთ შოკოლადის ფორმაში, დავამატოთ კენკრის ფენა და ზემოდან ისევ ხაჭო. გავიმეოროთ 2 ან სამჯერ. დავადოთ თეფში და შევდგათ მაცივარში მთელი ღამით.Voilà! დილით მაცივარში ულამაზესი და არომატული ხაჭოს პასკა დაგხვდებათ, რომელიც საოცრად ნაზია შიგნიდან და ხრაშუნა შოკოლადის გარსითაა გაფორმებული. მიირთვით სიამოვნებით! 
სრულად წაიკითხეთ სტატია