გარემოს ერროვნული
სააგენტო 5-7 აპრილს
საქართველოში მოსალოდნელი
ამინდის შესახებ
ინფორმაციას
ავრცელებს.სინოპტიკოსების
პროგნოზით, უახლოეს
დღეებში საქართველოს
ზოგიერთ რაიონში
მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა და ელჭექი. თბილისში
შესაძლოა, აღინიშნოს
ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +20, +22 გრადუსი
დაფიქსირდება. სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):
ზოგან გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +20, +22
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი) ზოგან
გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +21, +23
გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს
მთიან რაიონებში
(ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე,
ხულო, რიკოთის უღელტეხილი):
ზოგან გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +20, +22
გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს
მაღალმთიან რაიონებში
(მესტია, ბახმარო): ზოგან
გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +12, +14
გრადუსი
დაფიქსირდება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე
წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +22, +24
გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): ზოგან
ხანმოკლე წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +21, +23
გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს
მთიან რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): ზოგან ხანმოკლე
წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +15, +20
გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს
მაღალმთიან რაიონებში
(ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო):
ზოგან ხანმოკლე წვიმა და
ელჭექია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +8, +13 გრადუსი
დაფიქსირდება.