ხანდახან, როდესაც
პარლამენტში ჩემს ზოგიერთ
ქმედებას განიხილავდნენ,
მეკითხებოდნენ, რატომ
ვაკეთებდი ამას და
ვპასუხობდი – რადგან მე
თავდამსხმელი ვარ და კვლავ
ვრჩები თავდამსხმელად, -
განაცხადა საქართველოს
პრეზიდენტმა, მიხეილ
ყაველაშვილმა ფრანგულ Radio
Courtoisie-თან ინტერვიუში.
ჟურნალისტის თქმით, მას
იცნობენ, „როგორც
საფეხბურთო ჩემპიონს,
რომელსაც ეროვნული
ნაკრების შემადგენლობაში 46
მატჩი აქვს ჩატარებული და
რომელიც „მანჩესტერ
სიტიში“ თამაშობდა“.„ეს
სათამაშო გამოცდილება და
გუნდური სულისკვეთება
უკიდურესად
მნიშვნელოვანია;
გამარჯვების იგივე
სურვილი გამაჩნია და
სწორედ შეტევასა და დაცვას
შორის ბალანსის წყალობით
ვიგებთ არჩევნებს“, -
განაცხადა მიხეილ
ყაველაშვილმა.