
ხალხს უკვე ეშინია გადაადგილება, რადგან სად რა დაიწყება არავინ იცის, ამიტომ ბევრი მოერიდება მოგზაურობას, – ამის შესახებ საერთაშორისო კომპანია LBT service Georgia-ს წარმომადგენელმა საქართველოში ნინო ჯოჯიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია შუა აზიის ბაზარზე მუშაობს და სხვა ბაზრების დამატებას, არასტაბილური გარემოდან გამომდინარე არ აპირებს.
„ჩვენ ისრაელის ბაზარზე არ ვმუშაობთ და შესაბამისად, მკვეთრად არ შეგვხებია ირან-ისრაელის ომი, თუმცა გარკვეული გავლენა მაინც იქონია და მომავალში ეს უფრო მეტად გამოვლინდება. ხალხს უკვე ეშინია გადაადგილება, რადგან სად რა დაიწყება არავინ იცის. ამიტომ ბევრი მოერიდება მოგზაურობას. ვინც ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე მუშაობს, მათ რა თქმა უნდა, გაუჭირდება, მაგრამ ჩვენ შუა აზიაზე ვმუშაობთ და გამომდინარე იქიდან, რომ აქტიური ტურისტული სეზონია ზამთრის პერიოდთან შედარებით ზრდა გვაქვს. რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან თანაფარდობას – მოთხოვნა მცირედით შემცირებულია. ამ ეტაპზე განვითარებას და გაფართოებას არ ვფიქრობთ, მთავარია თავი გადავირჩინოთ“, – აცხადებს ნინო ჯოჯიშვილი.
ცნობისთვის, ისრაელი და ირანი მეხუთე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ. დარტყმები ისრაელში 30 ადგილზე განხორციელდა,
bp.ge