„ევროსაბჭოს ადამიანის
უფლებათა კომისარი რასაც
ამბობს, არ ნიშნავს იმას,
რომ ის აუცილებლად არის
სიმართლე," - განაცხადა
„ხალხის ძალია“
აღმასრულებელმა მდივანმა
გურამ მაჭარაშვილმა
ჟურნალისტებთან
საუბრისას, როცა კომენტარი
გააკეთა ევროსაბჭოს
უმაღლესი კომისრის მიერ
გამოქვეყნებულ დასკვნაზე,
სადაც საქართველოს
დემოკრატიული განვითარება
კრიტიკულადაა
შეფასებული.მაჭარაშვილმა
თავისი პოზიციის
განსამტკიცებლად ერთი
მაგალითი მოიყვანა,
რომელიც „მოლოტოვის
კოქტეილის“ გამოყენების
განსაზღვრას ეხება. კერძოდ
იმას, არის თუ არა
„მოლოტოვის კოქტეილი“
გმირობის ჩადენის
საშუალება, თუ ის
ტერორისტული აქტის
განხორციელების
იარაღია.„მოლოტოვის
კოქტეილის“ სროლასთან
დაკავშირებით აქცია
ჩატარდა სახელწოდებით „მე
ვისროლე“. აქცია წაახალისა
ევროსაბჭოს ერთ-ერთი
ფონდის დაფინანსებით
მოქმედმა ორგანიზაციამ. ის
პიროვნება, რომელმაც
„მოლოტოვის კოქტეილი“
პოლიციას ესროლა და უნდოდა
მისი ცოცხლად დაწვა,
რადიკალებს სურდათ გმირად
შეერაცხათ. ამავდროულად,
ორი თუ სამი დღის წინ,
შეერთებული შტატების
გენერალურმა პროკურორმა
თქვა, რომ „მოლოტოვის
კოქტეილის“ სროლა არის
ტერორიზმი.ახლა ჩვენ
რომელს დავუჯეროთ -
შეერთებული შტატების
გენერალურ პროკურორს, თუ
ევროსაბჭოს მიერ
დაფინანსებულ აქაურ
„სირცხვილიას“ და
სხვადასხვა
არასამთავრობოებს,
რომლებსაც შეუწყვიტა
ამერიკამ დაფინანსება?ანუ,
მე ამით იმის თქმა მინდა,
რომ ევროსაბჭოს უმაღლესი
კომისარი რომაა, ეს არ
ნიშნავს იმას, რომ რასაც
ამბობს, აუცილებლად ის არის
სიმართლე იმიტომ, რომ ჩვენ
ვამბობთ, რომ ყოველთვის
სიმართლეს ვიტყვით. ჩვენი,
ხალხის ძალის“ პოლიტიკა
სწორედ ეს არის და ამან
გადაარჩინა საქართველო.
როდესაც სიმართლე ვთქვით,
ამის მერე ხელისუფლებას
მიეცა საშუალება
პრაგმატული პოლიტიკა
ეწარმოებინა, რითაც
შესაძლებელი გახადა
ქვეყნის მშვიდობიანი
განვითარება," - განაცხადა
გურამ მაჭარაშვილმა.