საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
მამუკა მდინარაძემ, მას
შემდეგ, რაც 2008 წლის ომის
საქმეზე პარლამენტში
დროებითი საგამოძიებო
კომისიის შექმნა
დააანონსა, ხაზგასმით
აღნიშნა, რომ გამოძიების
ადრესატები სამხედრო
მეთაურები და ჯარისკაცები
არ იქნებიან.მისივე თქმით,
საგამოძიებო კომისია
დაიბარებს და
გამოჰკითხავს პოლიტიკური
თანამდებობის პირებს,
ასევე ნებისმიერ სხვა
ადამიანს, რომელსაც,
შესაძლოა, შემხებლობა ან
ინფორმაცია ჰქონდეს
საქმესთან
დაკავშირებით."სპეკულაციების
გამოსარიცხად, იმთავითვე
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ
2008 წლის ომის საქმეზე
გამოძიების ადრესატები არ
იქნებიან სამხედრო
მეთაურები და
ჯარისკაცები.დროებითი
საგამოძიებო კომისია
დაიბარებს და
გამოჰკითხავს რეჟიმის
თანამდებობის პირებს,
აგრეთვე ნებისმიერ სხვა
პირს, რომელსაც შეიძლება
ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის
მიერ ჩადენილ
დანაშაულებში ან რომელიც
შეიძლება ფლობდეს ღირებულ
ინფორმაციას აღნიშნულ
დანაშაულთა შესახებ," -
განაცხადა მამუკა
მდინარაძემ.შეგახსენებთ,
რომ საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის
განცხადებით, საგაზაფხულო
სესიის პირველივე კვირაში,
პარლამენტში შეიქმნება
დროებითი საგამოძიებო
კომისია, რომელიც 2003-2012
წლებში არსებული
ხელისუფლებისა და
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობას
შეისწავლის.