ლევან ხაბეიშვილისა და
სოფო ჯაფარიძის შემდეგ,
"ქართული ოცნების" ყოფილ
მაღალჩინოსნებთან
თანამშრომლობას პაატა
ბურჭულაძეც
ადასტურებს.ერთ-ერთ
სატელევიზიო ინტერვიუში
ბურჭულაძემ თქვა, რომ მას
აქვს უტყუარი დასაბუთება,
რომ "ოცნებიდან" წასულ
მაღალჩინოსნებს მათთან
კავშირი აქვთ, კონკრეტულად
კი ლევან
ხაბეიშვილთან.ბურჭულაძის
განცხადება არის კიდევ
ერთი დასტური "ქართული
ოცნებისთვის", რომ მათი
გუნდის ყოფილი წევრების
ნაწილი, "ნაციონალურ
მოძრაობასთან" ერთად,
ქვეყნის წინააღმდეგ
საბოტაჟს გეგმავს, რასაც
ხელისუფლება არ
დაუშვებს.პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის,
დავით მათიკაშვილის
განცხადებით,
დესტაბილიზაციის ყველა
მცდელობა ფიასკოსთვისაა
განწირული."ხავსიც კი არ
გააჩნიათ ბურჭულაძეებსა
და კოლექტიური
"ნაცმოძრაობის" წევრებს,
რომ მოეჭიდონ. აბსოლუტურად
ყველაფერს კადრულობენ,
მათი მხრიდანაც არის
მცდელობა, რომ დისონანსი
შემოიტანონ გუნდურ
მუშაობაში და ისეთ
საკითხებზე ისაუბრონ,
რომელიც რეალურ ხედვას
არის აცდენილი.არის
ინფორმაცია, რომელიც
ნაწილობრივ დასტურდება,
რაზეც პრემიერმაც ისაუბრა
თავის დროზე. ისედაც
ამაზრზენია ასეთ თემაზე
საუბარი, მაგრამ თუკი მაინც
დადასტურდება, რომელიმე
პირის მხრიდან
რადიკალიზმის წახალისების
მცდელობა და მხარდაჭერა,
ეს, ცხადია, რომ
ფიასკოსთვის იქნება
განწირული. საზოგადოების
მხარდაჭერა არცერთ ასეთ
გამოვლინებას არ აქვს.
ყველა დანაშაულის ჩამდენი
პირი ცხადია, რომ კანონის
შესაბამისად იქნება
დასჯილი", - განაცხადა დავით
მათიკაშვილმა.