ჭიჭინაძის ქუჩაზე
სპეცდანიშნულების რაზმი
გამოჩნდა. ადგილზე ცოტა
ხნის წინ დაძაბული
ვითარება იყო. უკვე
რამდენიმე საათია
რუსთაველის გამზირზე
საპროტესტო აქცია
მიმდინარეობს.პარლამენტის
მიმდებარე ტერიტორია
პარალიზებულია,
დემონსტრანტები
იმყოფებიან ჭიჭინაძისა და 9
აპრილის ქუჩებზეც,
აქტივისტების ნაწილი კი
ხმაურის გამოწვევას
ცდილობს და პარლამენტის
შესასვლელების რკინის
ჯებირებს ურტყამს.