ჭიჭინაძის ქუჩაზე გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი გაისმა

Primetime.ge 3 კვირის წინ 52
ჭიჭინაძის ქუჩაზე გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი გაისმა
ჭიჭინაძის ქუჩაზე გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი გაისმა.აქციების მეხუთე დღე და ღამე - ქვეყნის მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტილია. მოვლენები დღესაც წინა დღეების მსგავსად ვითარდება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება. რკინის ჯებირზე ბრახუნი და სკანდირება, პარლამენტის შენობას უკვე ესროლეს გაურკვეველი საგნები აალებადი ნივთიერებით, რასაც პასუხად წყლის ჭავლი მოჰყვა. ჩამსხვრეულია პარლამენტის ფანჯრის შუშები.აქციის მონაწილეები, პერიოდულად, შენობის მიმართულებით სხვადასხვა ასაფეთქებელ ნივთს ისვრიან.მიმდებარე ქუჩებზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი უკვე მიმართა აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის დასაშვებ ნორმას.აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი საავტომობილო გზაზე დგას, თუმცა მომიტინგეთა ერთი ნაწილი შენობასთან ახლოს არის მისული.პარლამენტის გვერდითა ქუჩები დაკავებული აქვთ საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აცხადებს, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება და ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს თან აქვს სხვადასხვა სახის, საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, ძალადობრივი ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული.
სრულად წაიკითხეთ სტატია