წყნარ ოკეანეში, ძლიერი
მიწისძვრა დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრემ 5.6
მაგნიტუდა შეადგინა და
სტიქიის ეპიცენტრი
ცენტრალური ჩილეს
სანაპიროსთან, ქალაქ
კოკიმბოდან
ჩრდილო-დასავლეთით 61
კილომეტრში
მდებარეობდა.volcanodiscovery-ის
ინფორმაციით, მიწისძვრა
ადგილობრივი დროით 12:40
საათზე, მიწის ქვეშ 10
კილომეტრის სიღრმეზე
მოხდა.სააგენტოს ცნობით,
გამომდინარე იქიდან, რომ
ბიძგების ეპიცენტრი
ხმელეთის ზედაპირთან
ახლოს მდებარეობდა,
ადგილობრივი
მაცხოვრებლებისთვის
შესამჩნევი იყო, თუმცა
ძლიერი რყევები არ ყოფილა.