ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“
წყალმომარაგების
შეზღუდვის შესახებ
ინფორმაციას ავრცელებს და
მოსახლეობას აფრთხილებს."8
ოქტომბერს, "ჯორჯიან უოთერ
ენდ ფაუერი" ვაკის რაიონში,
ბანძელაძის ქუჩა N12-თან ახალ
ქსელზე აუცილებელ
გადაერთებით სამუშაოებს
ჩაატარებს.კომპანიის
ტექნიკური ჯგუფები
გადაუდებელ სამუშაოებს
ინტენსიურ რეჟიმში
შეასრულებენ. აღნიშნულთან
დაკავშირებით,
აუცილებელია მაგისტრალური
ქსელის წყლისგან დაცლა, რის
გამოც, ხვალ, 8 ოქტომბრის 10:00
საათიდან 8 ოქტომბრის 19:00
საათამდე წყალმომარაგება
შეეზღუდება:ვაკის
რაიონში:ავთო ვარაზის,
ფერმწერთა (ჩიხებით
შესახვევებით),
თვალჭრელიძის, ამბერკი
ტაბიძის, თეიმურაზ
კაკულიას, ბიწაძის,
შარვაძის, ლეო კვაჭაძის,
ზაალიშვილის, კედრის,
ბანძელაძის, ქვემო აჟარისა
და ზარწემის
ქუჩებს."ჯორჯიან უოთერ ენდ
ფაუერი" ბოდიშს უხდის
მომხმარებლებს
დისკომფორტისთვის“, -
ნათქვამია ინფორმაციაში.