„ჯორჯიან უოთერ ენდ
ფაუერი“ 2024 წლის
საინვესტიციო გეგმის
ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ
პროექტს - გახოკიძის ქუჩის
წყალმომარაგების სისტემის
რეაბილიტაციას აქტიურად
აგრძელებს. პროექტში
კომპანია 20 მლნ ლარის
ინვესტიციას ახორციელებს.
ინფორმაციას „ჯორჯიან
უოთერ ენდ ფაუერი“
ავრცელებს.გახოკიძის
ქუჩის რეაბილიტაციის
ფარგლებში მიმდინარე
ეტაპზე განახლდა 8.5 კმ-მდე
სიგრძის წყალსადენის
მაგისტრალური და
გამანაწილებელი ქსელები, 2.6
კმ-ზე მეტი სიგრძის
წყალარინების ქსელი,
დამონტაჟდა 87 ერთეული
ჩამკეტ-მარეგულირებელი
ურდული, მოეწყო 81 საკვანძო
ჭა და 10 სახანძრო
ჰიდრანტი.კომპანიის
ტექნიკური ჯგუფები ახალ
ქსელზე გადაერთებით
სამუშაოებს, ხვალ, 13
ნოემბრის დილის 06:00 საათზე
დაიწყებენ და მთელი დღის
განმავლობაში აქტიურ
რეჟიმში
განახორციელებენ.აღნიშნულთან
დაკავშირებით აუცილებელია
მაგისტრალური ქსელის
წყლისგან დაცლა, რის გამოც,
ხვალ, 13 ნოემბრის დილის 06:00
საათიდან 14 ნოემბრის დღის
12:00 საათამდე
წყალმომარაგება
შეეზღუდება:სამგორის
რაიონში - ვარკეთილის III
მასივს, კალოუბნის,
თრიალეთის, საცხენისის,
შუამთის, წნორის წყლის,
ელდარის, გახოკიძის,
ჯავახეთის, გ. აბაშვილის,
ლორთქიფანიძის,
კაკლიანისა და ბერიშვილის
ქუჩებს; კახეთის
გზატკეცილის N7, N10 და N44-76 (ლუწ
ნომრებს).ჯორჯიან უოთერ ენდ
ფაუერი ბოდიშს უხდის
მომხმარებლებს
დისკომფორტისთვის.
სამუშაოების
მიმდინარეობის პერიოდში,
წყალმომარაგების სრულად
აღდგენამდე, კომპანია
მოსახლეობას სასმელ წყალს
ცისტერნებით მიაწვდის.