წყალი 30 საათით შეწყდა - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

Primetime.ge 1 თვე წინ 62
წყალი 30 საათით შეწყდა - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დღეს, 21 მარტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ახალ მაგისტრალურ მილსადენზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, პარალელირად ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მოეწყობა.ჯივიპის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 21 მარტის დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დილის 11:00 საათიდან 22 მარტის დღის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზირის N90, 92, 94; შოროპნის, შირაქის, ზინდისის, მარიამ აბრამიშვილის, გურამ აბრამიშვილის, ქეთევან ლოსაბერიძის, კოშკოვანის, დოსითეოს დიმიტრიადისის, გარე კახეთის ქუჩებს; ზურაბიშვილის N10-24 (ლუწ ნომრებს) N31-77 (კენტ ნომრებს), რუსუდან მიქელაძის N28-88 (ლუწ ნომრებს) N23-73 (კენტ ნომრებს), აწყურის N24-94 (ლუწ ნომრებს) N9-51 (კენტ ნომრებს), აწყურის შესახვევს, კაჩინსკის N9, 11, 13, ნავთლუღის N 5, 7, 9, 11, 13, 15 და ჭრელაშვილის N3, 4 ქუჩებს.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.
სრულად წაიკითხეთ სტატია