საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი,
მიხეილ ყაველაშვილი ISFED-ის
გადაწყვეტილებას აფასებს,
რომლის თანახმადაც
ორგანიზაციამ ხმის
პარალელური დათვლის
შედეგების გასაჯაროებაზე
უარი თქვა. მიხეილ
ყაველაშვილმა 2020 წლის
არჩევნები
გაიხსენა."გახსოვთ, როგორი
შერცხვენილი იყო ISFED წინა
არჩევნებზე და დაკარგა
ყველასთან ნდობა და როგორი
თვითგამართლების რეჟიმში
იყვნენ. ერთ ადამიანზე
უნდოდათ გადაეტეხათ ეს
ყველაფერი, რომ მას მოუვიდა
შეცდომა. ოთხი კვირის
განმავლობაში, ყველამ
იცოდა, რომ გაყალბებული იყო
მათი მხრიდან სპეციალურად
და სანამ არ გამოვავლინეთ
და, შალვა პაპუაშვილის
ხელმძღვანელობით, ეს
ყველაფერი არ გამოვლინდა,
მანამდე არ აღიარეს. ეს ხომ
პირდაპირ დევს და
საზოგადოებამ იცის? დღეს
პირიქით გააკეთეს, თითქოს
რაღაც პოზიტიური ნიშნები
გაჩნდა, რომ დაემთხვა მათი
პარალელური დათვლა ცესკო-ს
შედეგებს და არ აქვეყნებენ.
რატომ არ აქვეყნებენ? ამის
დაკავშირება მინდა -
პრეზიდენტის განცხადება,
ჩვენი პარტნიორების,
ევროპარლამენტარების და
ISFED-საც აიძულებენ, რომ არ
განაცხადოს ეს ყველაფერი,
იმიტომ, რომ უნდა მოხდეს ამ
ყველაფრის "გაპრავება", რომ
გაყალბდა და ხალხი
გამოვიდეს და
გადატრიალებაზე იყოს
საუბარი", - აცხადებს მიხეილ
ყაველაშვილი.